გია აბულაძის განცხადება

14 მარტი 2017, 20:00 766 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან"  გია აბულაძე კი  "ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებს, 11-12 მარტს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" აქტივისტები მმართველი გუნდის მითითებებს ასრულებდნენ და აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. გია აბულაძის თქმით,  მის კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე აქტივისტი ჰყავდათ მობილიზებული, რომლებიც  მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდნენ  და ილანძღებოდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრი დარწმუნებულია, რომ  მტკიცებულებას გამოძიება იმ ვიდეომასალებში მოიძიებს, რომლებიც სათვალთვალო კამერებმა ღამის სამი საათის შემდეგ დააფიქსირა. ის იმ ადამიანების იდენტიფიცირებას მოითხოვს, ვისაც „ქართული ოცნების „ დეპუტატეი ესაუბრებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი