პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადება დაამტკიცა

14 მარტი 2017, 20:00 734 ნახვა

  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მან თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთ ოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.
   ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება, 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა. თავდაპირველად დოკუმენტი თავდაცვის სივრცის საერთო ფორმირებას ითვალისწინებდა.

ამავე კატეგორიაში