„კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტს ცალკეული მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ბერკეტი არ გააჩნია.

14 მარტი 2017, 20:00 823 ნახვა

„კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტს ცალკეული მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ბერკეტი არ გააჩნია. გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად საკანონმდებლო ორგანო  საკუთარ უფლებამოსილებებსა რაეფექტურად იყენებს“, - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა.  დოკუმენტში ის პრობლემური საკითხებია გამოყოფილი, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში, პარლამენტის საქმიანობა უფრო ქმედითი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი გახდება.  კვლევის ერთ-ერთი ავტორის ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, პრეზენტაციის მიზანია კვლევაში განხილული საკითხების, შესაბამისი მიგნებების და შემუშავებული რეკომენდაციების სახელმწიფო ორგანოებისთვის, პროფესიული წრეებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, დისკუსიის წარმართვა და მოსაზრებების გაზიარება.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი