პრეზიდენტი უმცირესობის წევრებს შეხვდება

13 მარტი 2017, 20:00 936 ნახვა

პრეზიდენტი დღეს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების - ”ევროპული საქართველოსა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდება. 
   როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა  შეხვედრა და კონსულტაციების გამართვა ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა. ინიციატივას ამ ეტაპზე, მხოლოდ  ორი ფრაქცია გამოეხმაურა. 
    პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ცოტა ხნის წინ მიიღო, 6 მარტს კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად ,- დაადოს ვეტო კანონს თუ მას ხელი მოაწეროს, 10-დღიანი ვადა აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი