8 მარტს ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ქალაქის მერიას საზეიმოდ გადასცემს.

06 მარტი 2017, 20:00 981 ნახვა

8 მარტს ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ქალაქის მერიას საზეიმოდ გადასცემს.
 ფონდის დაფინანსებით, თანამედროვე სტანდარტების პირველი ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2 484 და 5 000 მაყურებელზეა გათვლილი. კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომიც შედის და ის ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
   სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო.  ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 მილიონ 596 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი