„რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლები ელოდებიან.

05 მარტი 2017, 20:00 770 ნახვა

„რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლები ელოდებიან. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ის და დავით დვალი ქიბარ ხალვაშს უკვე შეხვდნენ, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბარი ვერ მოახერხეს.
 მისი თქმით მთავარი პირობა, რომელიც  ხალვაშს წაუყენეს,  სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და არხის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნება იყო. 
გამთენიისას, მიუნხენის რეისით საქართველოდან ქიბარ ხალვაშის ადვოკატი გაემგზავრა. პაატა სალიამ ვიზიტის დეტალებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას პირადი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, რაც ევროსასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეს არ უკავშირდება. 
ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგში მხარეს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს და არა ქიბარ ხალვაში, შესაბამისად, სამომავლოდ ყველაფერი იმ დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე წარადგენს. 

 

ამავე კატეგორიაში