საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, მინსკში, გამარჯვების მონუმენტი და მარადიული ცეცხლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრეზიდენტმა, კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, „დიდი სამამულო ომის“ ბელარუსის სახელმწიფო მუზეუმიც დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.