„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2007 წლიდან მოქმედებდა და წელს გაუქმდა.

28 თებერვალი 2017, 20:00 816 ნახვა

„ერთიან ნაციონალური მოძრობაში“ კვლავ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებას აპროტესტებენ. ხულოს საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ პროგრამის გაუქმებით, ადგილობრივმა თემებმა იზარალეს, მაშინ, როცა სოფლის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, თავად განეხორციელებინა  სხვადასხვა პროექტი. ირაკლი ჯორბენაძე ადგილობრივ თვითმმართველობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან  აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ის თვლის,  რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მუნიციპალიტეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
   ხულოს გამგეობაში ოპონენტთა შენიშვნები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. გამგეობაში განმარტავენ, რომ აჭარის ბიუჯეტში, სოფლის მოსახლეობის დასახმარებლად, 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომელიც   პრიორიტეტებს მოხმარდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2007 წლიდან მოქმედებდა და წელს გაუქმდა.

ამავე კატეგორიაში