გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა ერთ საათში განახლდება.

28 თებერვალი 2017, 20:00 948 ნახვა

ე.წ „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა ერთ საათში განახლდება.  სახელმწიფო ბრალდება დაკავებულს სასჯელაღსრულების 9-ე დაწესებულებაში დაკითხავს. გუშინ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა ჩაიშალა. დაცვის მხარის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც დაკითხვა ვერ მოხერხდა. ადვოკატებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პროკურორმა. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გიორგი მამალაძე ამ გზით იმ კითხვებზე პასუხების გაცემას ერიდება, რომლებიც გამოძიებას მასთან მიმართებით აქვს.  
    გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. საქმეზე გამოძიება 18-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი