ბრალდების ადრესატის პასუხი

13 აგვისტო 2016, 00:00 3473 ნახვა

“პოპულისტური განცხადება და უსაფუძვლო ბრალდებები” - ასე გამოეხმაურა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი პარტია “პაატა ბურჭულაძე სახელწიფო ხალხისთვის” გამოთქმულ ბრალდებებს. მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. მირანდა ჩარკვიანი ბრალდებების შესაძლო მოტივზეც საუბრობს. მისი თქმით, სააგენტომ პარტიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტეიროტრიაზე საარჩევნო ღონისძიების გამართვაზე  უარი უთხრა, რადგან მისივე განმარტებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე საარჩევნო აგიტაცას  საარჩევნო კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში