ბათუმში მედეგობის მეორე ფორუმი იმართება

27 თებერვალი 2017, 20:00 942 ნახვა

 ბათუმში მედეგობის მეორე ფორუმი იმართება. ღონისძიებას ორგანიზატორი ორგანიზაცია „ოქსფამი“, მის განმახორციელებელ პარტნიორებთან  - „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და „შავი ზღვის ეკო აკადემია“ -თან ერთად აწყობს. 
    ფორუმი პროგრამის  „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში იმართება. შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ  მიღებული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების სტრატეგიის დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი. მონაწილეები რეგიონულ და მუნიციპალიტეტების დონეზე,  სტრატეგიასთან მიმართებაში სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ, ასევე, განიხილავენ გზებს, თუ როგორ ჩართონ კერძო სექტორი, მედია და აკადემიური წრე სამუშაო პროცესში.
  ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და  სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეები და ექსპერტები  ესწრებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი