რამდენიმე წუთში საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა დაიწყება. სხდომა პრეზიდენტის განკარგულებით იმართება და დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელებენ. კანონმდებლები ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.