კალაძის განცხადება

26 თებერვალი 2017, 20:00 828 ნახვა

„სომხეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრებზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არ გვისაუბრია“, - ასე პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს.
  „ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს და  ცრუობს.   ამ კონკრეტულ პროექტზე მთავრობაშიც არ ყოფილა მსჯელობა", - განაცხადა კალაძემ.
     „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, ეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე, დევნილების დაბრუნებას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას გამორიცხავს,“- აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში