ბათუმი “გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017”-ს მასპინძლობს

26 თებერვალი 2017, 20:00 847 ნახვა

 ბათუმი “გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017”-ს მასპინძლობს, მასში 600 სტუდენტი და სკოლის მოსწავლე მონაწილეობენ. ღონისძიებასთან დაკაშირებით პრეტენზიები  უმაღლესი სასწავლებელის აკადემიური საბჭოს წევრს აქვს. მალხაზ ნაკაშიძეს მიუღებლად მიაჩნია, ასამბლეაში მონაწილეობისთვის მონაწილემ თანხა გადაიხადოს. მას მიაჩნია, რომ პროექტი ცალკეული ადამიანების ფინანსურ ინტერესს ემსახურება, რითაც, ასევე, სარგებლობს ხელისუფლება. ნაკაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  უნივერსიტეტი სტუდენტებს, სამინისტრო კი მოსწავლეებს უფრო მნიშვნელოვან პროექტებს უნდა სთავაზობდეს.  
   ორგანიზაციაში  ,,მრავალენოვანი საქართველო” კი  ირწმუნებიან, რომ ისინი თვითდაფინანსებაზე არიან.   მონაწილეების მხრიდან თანხის გადახდასაც ამ მოტივით ხსნიან. აჭარის განათლების მინისტრი კი  აცხადებს, რომ არც სამინისტრო და არც უნივერსიტეტი საორგანიზაციო საკითხებში არ ჩარეულან და ღონისძიებისთვის არცერთი თეთრი გადაურიცხიათ. ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ისინი პროექტის მხოლოდ მხარდამჭერები არიან. მინისტრი  საკითხით დაინტერესდება, თუმცა,  პროცესში ვერ ჩაერევა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი