დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურორების ბრალდებებს პასუხობს

26 თებერვალი 2017, 20:00 874 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურორების ბრალდებებს პასუხობს და  მოუწოდებს მათ, რომ დღევანდელი ჩვენების საფუძველზე „პროკურატურამ ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს“. როგორც დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ შესვლამდე განაცხადა,  პროკურორების განცხადება იმის თაობაზე, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის ხუთი მცდელობა იყო, სიცრუეა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მისი გამოკითხვის შესაძლებლობას, როგორც ადვოკატმა განმარტა, ეს დაცვის ტაქტიკის ნაწილია და, შესაძლოა, დეკანოზი მათ უკვე გამოკითხულიც ჰყავთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი