დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა

26 თებერვალი 2017, 20:00 852 ნახვა

ე. წ. „მატროსოვის ციხეში“ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში საქმის პროკურორები და მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები იმყოფებიან. დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვას რამდენიმე დღეა ითხოვს. 24 თებერვალს გამომძიებლებმა მას ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აუღეს, რის შემდეგაც მამა გიორგის დაკითხვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც გამომძიებლებმა განმარტეს, დროის სიმცირის გამო, 24 თებერვალს დეკანოზის აღარ დაიკითხა.   დღევანდელ პროცედურებს პროკურორების სხვა ჯგუფი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურის ხელმძღვანელობით ატარებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი