ქობულეთის საზაფხულო ამფითეატრში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, გაიმართა. დაგეგმილი იყო საათნახევრიანი შოუ-პროგრამა, თუმცა კონცერტი ელექტროენერგიის გათიშვის გამო რამდენიმე შემსრულებლის გამოსვლით დასრულდა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. თარიღს საქართველოც უერთდება.