„უკანასკნელი დღეების მანძილზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, დასაქმებულების დაღუპვის ფაქტები, ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, დღის წესრიგში ცხადად აყენებს შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობას“.-ამ მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია რომ საგანგაშოა საწარმოო შემთხვევების შედეგად, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო მაჩვენებელიც, რაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევის სისტემურ პრობლემაზე და სახელმწიფოს მიერ გატარებული შრომის პოლიტიკის არაეფექტურობაზე მიუთითებს. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმოადგენლები მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული შრომის ინსპექტირების მექანიზმი სუსტ ორგანოა და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საწარმოო პროცესში, დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები სწრაფად და ეფექტურად გამოიძონ. საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას კი სთოხვენ -დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული.
განცხადებას ხელს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.