რამდენიმე საათში გახდება ცნობილი საზხოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა არჩევანი 7 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 4 მსურველს, ვლადიმერ ჭელიძეს, სოსო სტურუას, დავით ჩხარტიშვილსა და გიორგი მოისწრაფიშვილს საბჭომ უკვე მოუსმინა.