აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 6-ივე ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: ქობულეთის 71-ე ოლქში გამარჯვებისთვის მამული სურმანიძე და გიორგი რომანაძე იბრძოლებენ, ხელვაჩაურში ამომრჩეველს მერაბ კარანაძესა და ქენან კახიძეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ხულოს 73-ე ოლქში ოპონენტები „ქართული ოცნებიდან“ ხვიჩა შარაშიძე, ხოლო ნაციომალური მოძრაობიდან ნუგზარ ამაღლობელი არიან. რაც შეეხება ბათუმის ოლქებს: 68-ეში მეორე ტურში ელგუჯა ბაგრატიონი და ვახო წულაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 69- ე ოლქში - ილია ვერძაძე და ნინო ჯინჭარაძე იბრძოლებენ, ხოლო . 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე და გია აბულაძე შეეცდებიან ამორჩეველთა ნდობის მოპოვებას.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს ჩატარდება, გამარჯვებულად კი მეტი ხმის მქონე კანდიდატი ჩაითვლება.