არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა საქმიანობას საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ

09 ოქტომბერი 2016, 20:00 777 ნახვა

   აჭარის მთავრობიოს ყოფილი თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრი საქმიანობას საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ. არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” პროპორციული სიით მოხვდნენ.  არჩილ ხაბაძე 21-ე ხოლო სვეტლანა კუდბა 38-ე ნომერი  იყო.

2012 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“   აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ არჩილ ხაბაძე დასახელდა. 2012 წლის 30 ოქტომბერს კი უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მმართველსა  და ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

სვეტლანა კუდბა ბოლო პერიოდში აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მანამდე კი აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის წევრი იყო. 

ამავე კატეგორიაში