 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            “შედეგები, რომლებიც რამდენიმე უბნის მიხედვით არის დათვლილი, ჯერჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში მეორე ტური გაიმართოს“,, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს „ოქმების შეტანა“.
„ამ ეტაპზე დამუშავებულია 1 415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე. თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით შესაძლებელია ინდივიდუალურად მაჟორიტარი კანდიდატების შედეგების ნახვა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ განისაზღვრება, რამდენ საარჩევნო ოლქში გაიმართება მეორე ტური.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            