ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მან ხმის მიცემის შემდეგ უბანი დატოვა და კიბეზე ჩამოსვლის შემდეგ წაიქცა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა.
„მამაკაცი 85 წლის იყო. როგორც გვითხრეს, ავადმყოფობდა” – აცხადებს აუბანზე მისული სასწრაფო სამედიცნო დახმარების სამსახურის თანამშრომელი.