უსკო-ს 12 საათის მონაცემები

07 ოქტომბერი 2016, 20:00 824 ნახვა

უსკო-ს 12 საათის მონაცემები

12 საათის მონაცემებით აჭარაში საკუთარი არჩევანი 59 ათას 547 ამომრჩეველმა დააფიქსირა. ამის შესახებ განცხადება სულ ცოტა ხნის წინ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე სხვადასხვა პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა, რამაც ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეაფერხა. ასევე, ერთერთ უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენები სხვადასხვა კონვერტში მოათავსა, რის გამოც სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

ამავე კატეგორიაში