საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

05 ოქტომბერი 2016, 20:00 785 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება. შეხვედრაზე ერთერთ საკითხად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე უნდა იმსჯელონ.  ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამას წინასწარ არავინ აანონსებს. როგორც მოსამართლე მერაბ ტურავა ამბობს, თავმჯდომარეობის კანდიდატად ახალარჩეული მოსამართლე დასახელდება თუ ძველი, ეს ცნობილი მსჯელობის შემდეგ გახდება. მერაბ ტურავას თავმჯდომარის პოზიციაზე არც საკუთარი კანდიდატურის შესახებ გაუკეთებია განმარტება. „სანამ პლენუმი არ იმსჯელებს ჩვენი შემდეგი გეგმის შესახებ არ მაქვს სურვილი და არც უფლებამოსილება კანდიდატების შესახებ ვისაუბრო.“-აცხადებს მოსამართლე მერაბ ტურავა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთერთ კანდიდატად ზაზა თავაძე მოიაზრება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, ხოლო წარდგენილი კანდიდატის დასანაშნად ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი