ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი კი დასრულებულია.
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი იმუშავებს. ცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის თქმით თქმით, აღნიშნული უბნიდან უმრავლესობა სასჯელაღსრულების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში გაიხსნება, სადაც დაახლოებით 3 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
სამხედრო პირები ხმას მისცემენ საკუთარი დისლოკაციის ადგილების მიხედვით, ანუ იმ ოლქებში, სადაც მათი დანაყოფებია დისლოცირებული. სამხედროები ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე.