ბათუმელი ომარ შესაბამის უწყებებს საცხოვრებელით უზრუნველყოფას თხოვს

02 ოქტომბერი 2016, 20:00 847 ნახვა

ბათუმელი ომარ შესაბამის უწყებებს საცხოვრებელით უზრუნველყოფას თხოვს

ბათუმელი ომარ როდონაია ქალაქის მერიას, ადგილობრივ ხელისფლებასა და შესაბამის უწყებებს საცხოვრებელით  უზრუნველყოფას თხოვს. სოციალურად დაუცველი მოქალაქე აცხადებს, რომ მან დახმარების პირობა ბევრჯერ მიიღო, თუმცა, ამ დრომდე ისევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მერიაში კომენატრს არ აკეთებენ. თვითმმართველობის  წარმომადგენლები პირად საუბარში განმარტავენ, რომ სპეციალური პროგრამა, რომლის კრიტერიუმებსაც ომარ როდონაია მოერგება და ბინას საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღებს, Dდღეისთვის არ აქვთ. მათივე თქმით, მოქალაქე სხვადახვა მუნიციპალურ პროგრამაშია ჩართული. მას,  ასევე, თავშესაფარში გადაყვანასთან დაკავშირებით ჰქონდა შეთავაზება, თუმცა უარი განაცხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი