ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და „მაღაზია სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით წიგნის ფესტივალი გაიხსნა. გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი ამბობს, რომ მსურველებს სამი დღის განავლობაში საშუალება ექნებათ, უნივერსიტეტის ფოიეში წიგნები დიდი ფასდაკლებით შეიძინონ. ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებს მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე შეხვდებიან.
ავტორი: თიკო სუსარეიშვილი