სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილ წევრ ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე იბარებს.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, საქმე ეხება ლაგაზიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.
ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე გამოკითხვაზე დაბარებულია 30 სექტემბერს, 12 საათზე, რის შესახებაც უწყება დღეს გაიგზავნა“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.