ბათუმში არმაზ ახვლედიანის საარჩევნო ბანერი ჭავჭავაძის ქუჩაზე კვლავ განათავსეს

22 სექტემბერი 2016, 20:00 878 ნახვა

არმაზ ახვლედიანის საარჩევნო ბანერი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დღეს დილით კვლავ განათავსეს. ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. არმაზ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვდა, რომელიც ქალაქის გარკვეულ ნაწილში საარჩევნო მასალის გაკვრას ზღუდავს. დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო პლაკატი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 9 სექტემბერს ჩამოხსნა. 
ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი