მმართველი კოალიცია 5 დეპუტათით

08 სექტემბერი 2016, 20:00 884 ნახვა

მმართველი კოალიცია ბოლო პერიოდში უკიდურესად უმცირესობაში,  5 დეპუტატით დარჩა, მათგან მხოლოდ  ერთი დავით ბაციკაძე, ისიც კონსერვატიული პარტიის  კვოტით  აღმოჩნდა  ახალი სიის ატეულში,  დანარჩენი დეპუტატები, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ   ირწუნებოდნენ, რომ რჩებოდნენ  საარჩევნო   სიებში – არ არიან.  ალექსანდრე  ჩიტიშვილი, აკაკი ძნელაძე, ანზორ თხილაიშვილი, ავთანდილ ბერიძე - ამ გადაწყვეტილებას  ხსნიანს იმით, რომ გუნდს  ახალი სისხლი სჭირდება, თავად კი გუნდში რჩებიან. კიტხვაზე  სად  შეიძლება ვიხილოთ ისინი სამომავლოდ,  ზოგიერთი მათგანი    აცხადებს, რომ შესაძლოა  სახელისუფლო გუნდში. მაგალითად,  კაკო ძნელაძე განათლების მინისტრად,  ან მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე. ალექსანდრე ჩიტიშვილი კი ამბობს, რომ იქნება იქ სადაც პარტიას დასჭირდება.

   სვეტლანა კუდბა,  რომელიც  მძიმე პოლიტიკური ბატალიების მიუხედავად ასევე მმართველი გუნდის წევრი იყო, საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს. 38-ე ნორმად წარადგინა იგი მმარველმა პარტიამ.     ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატები მმართველი გუნდიდან ირწმუნებიან, რომ  უმღლესი საბჭოს პირველი მოწვევა ნამდვილად იყო გამორჩეული  და თითქოს, ძველი შემადგენლობიდან დეპუტატები არაპროდუქტიულობის  ნიშნით ვერ მოხვდნენ, სწორი არ  არის. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი