ბენეფიციარების პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსი დაასრულა

06 სექტემბერი 2016, 20:00 834 ნახვა

''პროფესიული გადამზადების'' პროგრამის ფარგლებში, 86-მა ბენეფიციარმა სასწავლო კურსი დაასრულა. 2016 წლის ქვეპროგრამის შედეგების ანგარიში დღეს რეგიონის მთავრობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა გააცნო. თემურ კახიძემ 9 პროფესიულ ჯგუფში გადამზადებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. ღონისძიებაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ტიტე აროშიძემ, უწყებასთან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარებს პროფესიული განვითარებისთვის სახელმძღვანელოები და სამუშაო ინვენტარები გადასცა. პროგრამით მოსარგებლე 16 ბენეფიციარი საწარმოო პრაქტიკას სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციაში გადის, ხოლო დარჩენილი 70 კურსდამთავრებულებიდან 41 დასაქმდა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი