მონოპიესების ფესტივალი გაიხსნა

05 სექტემბერი 2016, 20:00 755 ნახვა

დღეს მონოპიესების ფესტივალი გაიხსნა. მსურველებს მონოსპექტაკლების ნახვა, ოთხი დღის განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით შვიდ ლოკაციაზე შეეძლებათ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტზე ქართველი და უცხოელი რეჟისორები მსახიობებთან ერთად ათი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. ნათია სირაბიძის განცხადებით, პროექტზე უწყების ბიუჯეტიდან 9 ათას 280 ლარი დაიხარჯა. მონოპიესების ფესტივალი კი ბათუმში უკვე მესამედ ტარდება.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში