ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

05 სექტემბერი 2016, 20:00 656 ნახვა

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის მოწყობის მეთოდით შენდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ორზოლიან გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. პროექტს აზიის განვითარების ბანკი და მისი ღირებულება 209 მილიონ 852 ათას ლარზე მეტია, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ხერგიანი.

ამავე კატეგორიაში