ბსუ-ში საზაფხულო სკოლა იმართება

05 სექტემბერი 2016, 20:00 935 ნახვა

“ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად” - საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში უკვე მეორედ იმართება. მოსწავლეებისთვის ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების ინტენსიური კურსი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კურსი საგანმანათლებლოსთან ერთად გასართობ აქტივობებსაც მოიცავს. პროექტში ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები მონაწილეობენ. პროგრამას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად “მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისეები უძღვებიან, აცხადებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა გიორგაძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი