მთელი ღამე წვიმდა ქედაში, სადაც ხუთი ახალი მეწყრული კერა დაფიქსირდა. ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. იწმინდება სოფელ ცხმორისში, ჩარგაულის უბანში მცხოვრებ 12 ოჯახთან მისასვლელი გზაც. საუბნო გზაზე ჩამოსული მიწის მასას, სველი ნიადაგის გამო, ვერ იღებენ. სოფელ სირაბიძეებში, თენგიზ დიასამიძის საცხოვრებელთან განვითარებული მეწყრის ლიკვიდაციას ხვალიდან დაიწყებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია. აღდგენით სამუშაოებს, სხვადასხვა მიმართულებით, აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.