ხულოში 5 სოფელში სახანძრე ავზების მოწყობა სრულდება

30 აგვისტო 2016, 20:00 838 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში სახანძრე ავზების მოწყობა სრულდება. მსგავსი სამუშაოები შარშან 4 სოფელში ჩატარდა. სახანძრო ავზების მოწყობა მოსახლეობამ პრიორიტეტულ პროექტებში დაასახელა. აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2015 წელს 39 ათასი, წელს კი 40 ათას ლარამდე თანხა გამოიყო. პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება, აცხადებს ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე.

ამავე კატეგორიაში