ამომრჩეველთა სტატისტიკური მაჩვენებელი წედაში

29 აგვისტო 2016, 20:00 897 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა 65-ით გაზრდილია. მიმდინარე წელს მათი რაოდენობა 15 ათას 667 შეადგენს. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებამდე, შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ შეიცვალოს. მუნიციპალიტეტში არსებულ 17 უბანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 48 პირია რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედებით, ცვლილება შეეხო უბნებს, რის გამოც ქედის მუნიციპალიტეტში 31 საარჩევნო უბანი 27-ით შემცირდა, უბნების რაოდენობა ხელვაჩაურსა და ხულოზე გადანაწილდა.

ამავე კატეგორიაში