უმაღლესი საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით კომისიის წევრები 4 საკითხს, მათ შორის საარჩევნო კომისიებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საკითხს განიხილავენ. დღესვე 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურების შესახებ იმსჯელებენ. უსკოს საიას სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ამ დრომდე არ განუხილავს. კომისიაში ამბობენ, რომ სასამართლოდან დოკუმენტაციას ელოდებიან.
თიკო სუსარეიშვილი