საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო კომისიები დაკომპლექტდა

22 აგვისტო 2016, 20:00 994 ნახვა

საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო კომისიები უკვე დაკომპლექტდა. სიები ბათუმის 79-ე ოლქში გამოაკრეს. კანდიდატებს შედეგების გასასაჩივრებლად ერთი დღე აქვთ.
119 უბანზე 714 წევრი კომისიამ შეარჩია. გუშინ კი განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ეჭვი, რომ ისევე, როგორც ქობულეთის შემთხვევაში აქაც, კომისია წინასწარ შედგენილი სიით ხელმძღვანელობდა, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბში შედგა. 
პრეტენზია საუბნო კომისიის წევრების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ არ იყო გაწერილი ის კონკრეტული კრიტერიუმები, რა ნიშნითაც 1500-ზე მეტი კანდიდატიდან წევრები შეარჩიეს.
ავტორი: მარი ბოლქვაძე

ამავე კატეგორიაში