“საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული თანამშრომელი მზადაა, საკუთარი ხელფასიდან გადაიხადოს სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმა ამ ანტიეროვნული კლიპის არ გაშვების სანაცვლოდ”, _ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავს და შეიძლება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.