ბათუმის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას განაგრძობს

03 აგვისტო 2016, 20:00 1000 ნახვა

ბათუმის „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუპერკულოზის ცენტრში ბათუმის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას განაგრძობს. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეორე ეტაპი 2016 წლის 10 ივნისიდან დაიწყო. თანადაფინანსების პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 310-ი ათას ლარს შეადგენს, რაც 3 ათასამდე ბენეფიციარზეა გათვლილი. ბათუმის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულებები იმ ორგანიზაციებთან აქვს გაფორმებული, რომლებიც C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამაში არიან ჩართულნი . ცენტრი, როგორც აჭარისა და გურიის რეგიონში მცხოვრებ, ასევე ფოთში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს ემსახურება. პროგრამის მიზანი დაავადების ადრეული გამოვლენა და მკურნალობის უზრუნველყოფაა, აცხადებს მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე.

ამავე კატეგორიაში