მაჰათმა განდის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები ბათუმში

28 ივლისი 2016, 20:00 807 ნახვა

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მაჰათმა განდის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ავთანდილ ბერიძის ინფორმაციით, დელეგაციის წარმომადგენლები ინდოეთიდან ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის მაჰათმა განდის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობას გახსნიან, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

მაჰათმა განდის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებსა და სტუდენტებს ხვდებიან.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი