კურორტ ბეშუმში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან. „შუამთობა“ აგვისტოს პირველ შაბათ-კვირასაა ჩანიშნული. ტურისტული სეზონი კი ოფიციალურად 17 ივლისს გაიხსნა. სახალხო ზეიმის აღნიშვნამდე ორი კვირით ადრე კურორტზე დამსვენებლების სიმცირეა. მათი ნაწილი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების პრობლემაზე საუბრობს.
ხულოს გამგებლი ბესიკ ბაუჩაძე კი აცხადებს, რომ დამსვენებლის მისაღებად ბეშუმი მზადაა. წელს პირველად, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემები განახლდა, დაწყებულია გარეგანათების მონტაჟი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.