ბათუმში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა

24 ივლისი 2016, 20:00 934 ნახვა

დღეს საქართველოს ოც მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბათუმში, საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა, სადაც 680 ახალგაზრდა საარჩევნო საკითხებს შეისწავლის. სასწავლო კურსის მონაწილეები ათი დღის განმვლობაში არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე იმუშავებენ და, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას მიიღებენ. „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერ ციალა შავაძის განცხადებით, პროექტი ახალგაზრდებში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და, ზოგადად, საარჩევნო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. სემინარებს ცესკოს სწავლების ცენტრში გადამზადებული 46 ტრენერი გაუძღვება. პროექტი ევროპის საბჭოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ხორციელდება.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში