რეგიონში მოქმედ გიდებს ხარისხის ნიშნებს მიანიჭებენ

21 ივლისი 2016, 20:00 916 ნახვა

რეგიონში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში იწყება. დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში დღეს რეგიონში მოქმედი გიდებისთვის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მათ პროექტის დანიშნულება, მიზანი, მასში ჩართვის მექანიზმები და უპირატესობები გააცნეს. 
პროექტის მიზანი, რეგიონში გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. პროექტში ჩართულთათვის მინიჭებული ხარისხის ნიშანი მათი მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და კონკურენციის გაზრდისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. პირველ ეტაპზე „ქალაქის გიდის“, „ზემო აჭარის გიდისა“ და „დაცული ტერიტორიის გიდისათვის“ შესაბამისი ხარისხის მინიჭება იგეგემება.

პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: http://www.recommend.ge.

ავტორი: ბექა რომანაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი