ორსართულიანი ელექტრომატარებელი ბათუმშია

21 ივლისი 2016, 20:00 907 ნახვა

ორსართულიანი მატარებლები მგზავრებს ორშაბათიდან მოემსახურებიან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ”ბათუმი ცენტრალში” ელექტრომატარებლების პრეზენტაცია 17 საათზე გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ”საქართველოს რკინიგზამ” შეიძინა. 
”მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემებით შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს, სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე”,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი