ბათუმის მერია “საკურორტო რეაბილიტაციის” პროგრამას განაგრძობს

19 ივლისი 2016, 20:00 1062 ნახვა

ბათუმის მერია “საკურორტო რეაბილიტაციის” პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. პროგრამის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნაწილი დღეს ურეკში გაემგზავრა, მათ შორისაა პროგრამის ბენეფიციარი გულნარა ალანია. მოზარდები ზღვისპირა კურორტზე ორ კვირას გაატარებენ. მათ ფიზიოთერაპიული პროცედურები ჩაუტარდებათ. სულ, ზაფხულის განმავლობაში, მერიის პროგრამით 380 ბენეფიციარი, მათ შორის, რამდენიმე ვეტერანიც ისარგებლებს. სეზონის სხვადასხვა დროს ისინი ურეკში, ბაკურიანსა და წყალტუბოში დაისვენებენ, აცხადებს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე.

ამავე კატეგორიაში