შეიარაღებული თავდასხმა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში

17 ივლისი 2016, 20:00 904 ნახვა

შეიარაღებული თავდასხმა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა  3 ადამიანი, მათ შორის 2 სამართალდამცველი. დაკავებულია ერთი ბოროტმოქმედი. თვითმხილველების თქმით, ქალაქში ისმოდა სროლის ხმა. ამ დროისთვის  გამოცხადებულია „ტერორისტული საფრთხის წითელი დონე“, პოლიციას რამდენიმე ქუჩა გადაკეტილი აქვს. დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს. ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტში იტყობინებიან, რომ თავდასხმა ქალაქის პოლიციის რაიონულ განყოფილებასა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის დეპარტამენტზე განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში