''ჩვენ კვლავ მარტო გვიწევს ქართული პოლიტიკური მარათონის გავლა'' - დავით ბერძენიშვილი

11 ივლისი 2016, 20:00 1020 ნახვა

“ჩვენ კვლავ მარტო გვიწევს ქართული პოლიტიკური მარათონის გავლა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველმა ნომერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ”რესპუბლიკური პარტია”, საარჩევნო სუბიექტი ”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები” არის თავისუფალ ადამიანთა ერთობა. 
„საქართველოში 8 ოქტომბერს ორი არჩევნებია. თავისუფლების ლოდის ტარებაში ჩოლოქს გაღმა-გამოღმა ”რესპუბლიკელებს” ჩვენი მონაპოვარი, ჩვენი დასაცავი თავისუფლება გვაქვს, ამიტომაც ვაქცევთ პარლამენტის არჩევნებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 
მისივე თქმით, აჭარაში მეორე პოლიტიკური ფრონტი იხსნება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვენებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი